დაწყება
18:00
ხანგრძლივობა
4 საათი
ღირებულება
75 ₾-დან
მინ. ჯგუფი
4 ადამიანი
- 1წმ. ნიკოლო ეკლესია
- 2პიაცა
- 3ევროპის მოედანი
- 4მედეას ქანდაკება და ოქროს საწმი
- 5ასტრონომიულ საათი
- 6ნეპტუნის შადრევანს,
- 7ბათუმის ბულვარი
- 8საოცრებათა პარკი
- 9ანბანის კოშკი
- 10"ალი და ნინოს" ქანდაკება
- 11ბათუმის პორტი
- 12გემით გასეირნება
საღამოს ტური იწყება პიაცას მოედნიდან იტალიური არქიტექტურის შთაგონებით შექმნილი უნიკალური სივრციდან, რომელსაც ხშირად ვენეციის წმინდა მარკოზის მოედანს ადარებენ. ეს ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ფოტოგენური ადგილია. შემდეგ ვეწვევით წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას, რომელიც ბათუმის ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებლური ტაძარია. ოსმალეთის მმართველობის პერიოდში აგებული ეკლესია თავდაპირველად სამრეკლოს გარეშე აშენდა, რადგან ზარების რეკვა აკრძალული იყო. აქ დაათვალიერებთ ულამაზეს მოზაიკებს და გაისეირნებთ ძველი ბათუმის ატმოსფერულ ქუჩებში. ტურის შემდეგი გაჩერებაა ევროპის მოედანია, ადგილი, სადაც ისტორია, ლეგენდები და ევროპული არქიტექტურა ერთმანეთს ერწყმის. აქ იხილავთ მედეას ქანდაკებასა და ოქროს საწმისს, ასტრონომიულ საათს და ნეპტუნის შადრევანს, რომლებიც ბათუმის გამორჩეულ სიმბოლოებს წარმოადგენენ. მოგზაურობას გავაგრძელებთ ბათუმის ბულვარში, რომელიც უკვე საუკუნეზე მეტია ქალაქის სავიზიტო ბარათად ითვლება. ზღვისპირა პარკში გასეირნებისას ვნახავთ საოცრებათა პარკს, ანბანის კოშკს ქართული დამწერლობისადმი მიძღვნილ უნიკალურ ნაგებობას და მსოფლიოში ცნობილ მოძრავ სკულპტურას „ალი და ნინო“, რომელიც მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ იქცა. ტურის ფარგლებში ასევე მოვინახულებთ ბათუმის პორტს ადგილს, საიდანაც დაიწყო ქალაქის, როგორც თანამედროვე შავი ზღვის სავაჭრო ცენტრის, განვითარება. საღამოს განსაკუთრებულად შთამბეჭდავ დასასრულს წარმოადგენს გემით გასეირნება, რომლის დროსაც შესაძლებლობა გექნებათ ზღვის მხრიდან დატკბეთ განათებული, გაბრწყინებული ბათუმის ულამაზესი ხედებით და ქალაქი სრულიად განსხვავებული რაკურსით აღმოაჩინოთ. აღმოაჩინეთ ბათუმის ისტორია, კულტურა და ზღვისპირა ხიბლი ერთი დაუვიწყარი საღამოს განმავლობაში.
- ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით
- სერტიფიცირებული გიდის მომსახურება
- გემით გასეირნების ბილეთი
- ჩვენ ვუზრუნველყობთ ტრანსფერს სასტუმროდან!
