ტურებზე დაბრუნება

დაწყება

10:00

ხანგრძლივობა

7 საათი

ღირებულება

185 ₾-დან

მინ. ჯგუფი

4 ადამიანი

  1. 1გონიოს ციხე
  2. 2ეთნოგრაფიული მუზეუმი "ბორჯღალო"
  3. 3კაპნისთავის სამი ჩანჩქერი
  4. 4პიკნიკი ბუნებაში

აღმოაჩინეთ აჭარის ისტორიული, კულტურული და ბუნებრივი საგანძური ტურის ფარგლებში, რომელიც წარსულის კვალს, ადგილობრივ ტრადიციებსა და შთამბეჭდავ პეიზაჟებს აერთიანებს. მოგზაურობას ვიწყებთ გონიოს ციხესიმაგრეში საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩენილ ერთ-ერთ უძველეს რომაულ ციხესიმაგრეში. საუკუნეების განმავლობაში ეს სტრატეგიული სამხედრო ნაგებობა რომაელების, ბიზანტიელებისა და ოსმალების ეპოქებს შეესწრო. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ციხის მასიური გალავანი, ძველი აბანოების ნაშთები და გაეცნოთ ლეგენდას, რომლის მიხედვითაც ამ ტერიტორიაზე მოციქული მატათას საფლავი მდებარეობს. შემდეგ ვეწვევით ეთნოგრაფიულ მუზეუმ „ბორჯღალოს“ უნიკალურ სივრცეს, რომელიც ცნობილი ოსტატის, ქემალ თურმანიძის მიერ არის შექმნილი. მუზეუმში წარმოდგენილია აჭარული სოფლის ცხოვრების დეტალურად დამუშავებული მინიატიურული სცენები: ტრადიციული საცხოვრებლები, მარანი, წყლის წისქვილები, ხელოსნური საქმიანობა, რთველი და სოფლის ყოველდღიური ყოფა. თითოეული ექსპონატი აცოცხლებს აჭარის მრავალსაუკუნოვან კულტურასა და ტრადიციებს. ტურის შემდეგი გაჩერებაა კაპნისთავი სოფელი, რომელსაც ხშირად „შვიდი ჩანჩქერის სოფლად“ მოიხსენიებენ. ხელუხლებელი ბუნებით გარემოცულ ამ ულამაზეს კუთხეში დაგხვდებათ სამი ჩანჩქერი, ტყის ბილიკები, თვალწარმტაცი ხეობები და მშვიდი გარემო, რომელიც ქალაქის ხმაურისგან სრულიად განსხვავებულ სამყაროში გადაგიყვანთ. კაპნისთავი ასევე ცნობილია მეღვინეობის ძველი ტრადიციებით. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ადგილობრივი ღვინის კულტურას, დააგემოვნონ რეგიონში წარმოებული ღვინოები და სურვილის შემთხვევაში შეიძინონ ადგილობრივი პროდუქცია. ტურის დასასრულს გელით ტრადიციული აჭარული სადილი ბუნების წიაღში, სადაც ადგილობრივი სამზარეულოს გემოები, სოფლის სიმშვიდე და აჭარული სტუმართმოყვარეობა ერთად ქმნის დაუვიწყარ გამოცდილებას.

  • ტრანსპორტირება
  • სერტიფიცირებული გიდის მომსახურება
  • შესასვლელი ბილეთები
  • ტრადიციული სადილი
  • ჩვენ ვუზრუნველყობთ ტრანსფერს სასტუმროდან!