ტურებზე დაბრუნება

დაწყება

10:00

ხანგრძლივობა

7 საათი

ღირებულება

170 ₾-დან

მინ. ჯგუფი

4 ადამიანი

  1. 1ბორჯღალოს ეთნოგრაფიული მუზეუმი
  2. 2ჭოროხისა და აჭარისწყლის შესართავი
  3. 3მახუნცეთის ჩანჩქერი
  4. 4თამარ მეფის ხიდი
  5. 5ღვინის დეგუსტაცია
  6. 6ტრადიციული ქართული სუფრა

აღმოაჩინეთ მთიანი აჭარის ბუნება, ისტორია და კულინარიული ტრადიციები. რეგიონი, სადაც ჩანჩქერები, ძველი ხიდები, ღვინის კულტურა და სტუმართმოყვარეობა ერთ დაუვიწყარ გამოცდილებად ერთიანდება. მოგზაურობას ვიწყებთ ბორჯღალოს ეთნოგრაფიული მუზეუმით, უნიკალური ადგილი, სადაც აჭარის ისტორია, კულტურა და ტრადიციები ცოცხლდება. ხელნაკეთი ექსპოზიციების, ტრადიციული ყოფის სცენებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების მეშვეობით სტუმრები ეცნობიან რეგიონის მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას და ყოველდღიურ ცხოვრება გზას ვარგძელებთ ჭოროხისა და აჭარისწყლის შესართავთან, სადაც ბუნება შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. სხვადასხვა შეფერილობის მდინარეები ერთმანეთს უერთდება და უნიკალურ ლანდშაფტს წარმოქმნის, რომელიც აჭარის ერთ-ერთ გამორჩეულ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა. შემდეგ ვესტუმრებით მახუნცეთის ჩანჩქერს აჭარის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და შთამბეჭდავ ბუნების ძეგლს. თითქმის 30 მეტრის სიმაღლიდან გადმომავალი წყლის ნაკადი ულამაზეს გარემოს ქმნის, ხოლო ზაფხულის თვეებში მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ჩანჩქერის ძირში არსებულ ბუნებრივ აუზთან განიტვირთონ და სიგრილე შეიგრძნონ. რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს თამარ მეფის ხიდი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუში. ქვის თაღოვანი ხიდი საუკუნეების განმავლობაში ემსახურებოდა ამ გზით მიმავალ მოგზაურებს და დღემდე ინარჩუნებს თავის ავთენტურ იერს. ტურის შემდეგი ნაწილი ღვინის კულტურას ეძღვნება. მოვინახულებთ საოჯახო მარანსა, რომელიც მთებითა და ვენახებით გარშემორტყმულ ულამაზეს გარემოში მდებარეობს. აქ გაეცნობით აჭარული მეღვინეობის ტრადიციებს, ქვევრში ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვან მეთოდს და ადგილობრივი ჯიშების ცოლიკოურის, ჩხავერისა და საწურის თავისებურებებს. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ რამდენიმე სახეობის ადგილობრივი ღვინო და ჭაჭა, ასევე დატკბნენ მთიანი აჭარის თვალწარმტაცი ხედებით. დღის ყველაზე გამორჩეული ნაწილი კი ტრადიციული ქართული სუფრა იქნება. თამადას ხელმძღვანელობით გაეცნობით ქართულ სადღეგრძელოებს, ადგილობრივ ტრადიციებსა და სტუმართმოყვარეობის კულტურას, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებად მიიჩნევა. უგემრიელესი კერძები, ოჯახური გარემო და გულწრფელი მასპინძლობა ამ დღეს განსაკუთრებულ მოგონებად აქცევს.

  • ტრანსპორტირება
  • სერტიფიცირებული გიდის მომსახურება
  • ტრადიციული ქართული სუფრა თამადას თანხლებით
  • ჩვენ ვუზრუნველყობთ ტრანსფერს სასტუმროდან!