გურია

გურია

საქართველოს ფარული მხარე - ჩაის, ღვინისა და ავთენტური ტრადიციების სამშობლო

საქართველოს ყველაზე ცნობილი ტურისტული მიმართულებების მიღმა გურიაა რეგიონი, სადაც ცხოვრება მშვიდი რიტმით მიედინება, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები დღემდე ცოცხლობს, ხოლო თითოეული მოგზაურობა ნამდვილ კულტურულ გამოცდილებად იქცევა.

შავი ზღვის სანაპიროსა და მცირე კავკასიონის მთებს შორის მოქცეული გურია ჩაის პლანტაციების, უნიკალური ენდემური ვაზის ჯიშების, საოჯახო მარნების, მთიანი სოფლებისა და ლეგენდარული გურული მასპინძლობის მხარეა. გურულები ცნობილნი არიან თავიანთი გულღიაობით, უშუალობით, გამორჩეული იუმორის გრძნობითა და სიცოცხლით სავსე "კვირცხლი" ხასიათით, რის გამოც აქ თითოეული სტუმარი ოჯახის წევრივით გრძნობს თავს.

საქართველოს სხვა ღვინის რეგიონებისგან განსხვავებით, გურია ქვეყანას სულ სხვა კუთხით გაგაცნობთ ოჯახურ მარანში ადგილობრივ მეღვინეებთან ერთად ღვინის დაგემოვნებით, ფერმებში დამზადებული არტიზანული ყველის გასინჯვით, ისტორიულ ჩაის პლანტაციებში სეირნობით, ჩაის კრეფისა და დეგუსტაციის გამოცდილებით, ქვევრის ოსტატებთან შეხვედრითა და ავთენტური სოფლის ცხოვრების გაცნობით. თუ თქვენთვის მოგზაურობა მხოლოდ ღირსშესანიშნაობების მონახულებას არ ნიშნავს, არამედ ადგილობრივი კულტურის, გასტრონომიის, ღვინის, ჩაის, ბუნებისა და ადამიანების აღმოჩენას, გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ჯერ კიდევ ნაკლებად აღმოჩენილი მიმართულებაა.

გურიის მთავარი ღირსშესანიშნაობები